TI: “ოცნების” დეპუტატმა, არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

„ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ” 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან 37,095,628 ლარი მიიღო – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.
TI -ის ცნობით, ამ თანხის 91,7% (34,017,338 ლარი) ს მუნიციპალური ა(ა)იპ-ის “საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერზე მოდის, ხოლო 3,078,290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო.
ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო. მისი წარსული ბიზნეს საქმიანობა და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული სარგებელი ადრეც გამოვიკვლიეთ. გიორგი ჭყონია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიით და იყო ქობულეთის დელეგატი. ჭყონიამ 2016 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას” 400,000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა – 1,000,000 ლარზე მეტი”- წერს ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები