TI მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტებზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს -ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება.
ამასთან, TI მოუწოდებს სამინისტროს, დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო შეახსენებს სამართალდამცველ უწყებებს, რომ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.