TI: მოვუწოდებთ ანტიკორუფციულს, დაუყოვნებლივ ჩაგვაბარონ მიღებული გადაწყვეტილება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში (TI) აცხადებენ, რომ არ ჩაჰბარებიათ ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე” სტატუსი მოეხსნათ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ოფიციალურად გაგზავნეს მოთხოვნა მოცემული გაუქმების აქტის ჩაბარების შესახებ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. TI მოუწოდებს ანტიკორუფციულს, დაუყოვნებლივ ჩააბარონ მიღებული გადაწყვეტილება.
“დღეს სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მან გააუქმა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ა(ა)იპ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ეკა გიგაურის მიმართ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
განსხვავებით 24 სექტემბრის აქტისა, რომელიც პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ბიუროს ოფიციალურ ვებ გვერდზე აიტვირთა და იმავე დღეს ჩაგვბარდა, დღევანდელი გადაწყვეტილება არც ოფიციალურად გამოქვეყნებულა და არც მხარეებს არ ჩაბარებია.