TI: ივანიშვილის დეიდაშვილის ბიზნესპარტნიორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56 მლნ ლარი მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 2014-2024 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ს დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 56 მლნ ლარი მიიღეს. ამავე დროს, კარიჭაშვილის კომპანიებმა და კომპანიების დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ 783 ათასი ლარი შესწირეს.
მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სუბსიდიები ვახტანგ კარიჭაშვილის 8 კომპანიამ მიიღო. ჯამურად მიღებული 56 მლნ ლარიდან, 25 მლნ ლარი მხოლოდ 2024 წელს მიიღეს. ყველაზე მეტი 10.8 მლნ ლარი შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ აქვს მიღებული. აქედან, 4.3 მლნ 2024 წელს მიიღო. შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს კომპანიას 10.2 მლნ ლარის წმინდა მოგება დარჩა.
ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წელს სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან სულ 196 მლნ ლარის სუბსიდია გაიცა და ამ თანხის 13% მხოლოდ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა მიიღეს. ყველა ეს თანხა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებშია გაცემული.
“2025 წლის 28 იანვარს ვახტანგ კარიჭაშვილმა რამდენიმე პირთან ერთად „საქართველო-ს ბიზნეს ასოციაცია“ დააფუძნა. ის უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს შპს „მელიქიშვილი ინნ“-ს, რომელმაც 2024 წლის 17 ოქტომბერს მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო „აფიშა” გახსნა. სასტუმროს გახსნას ირაკლი და ესწრებოდნენ. 2023 წლის ნოემბერში ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მთავრობამ რუსეთთან თანამშრომლობის გამო დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ვახტანგ კარიჭაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა.
ვახტანგ კარიჭაშვილის ორი კომპანია – შპს „ბოლერო ენდ კომპანი“ და შპს „GVMT Group“ საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ 10 უმსხვილეს კომპანიაში შედის.
ვახტანგ კარიჭაშვილმა „ქართულ ოცნებას“ პირველად 2016 წელს შესწირა თანხა 120 ათასი ლარი. შემოწირულობა შპს „ბოლერო ენდ კომპანის“ სახელით განახორციელა. 2018 წელს მისმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „მილადა ინტერნეშინელმა“ შესწირა პარტიას 100 ათასი ლარი. სხვა დროს, „ქართულ ოცნებას“ თანხას მისი კომპანიების დირექტორები სწირავდნენ, ხუთმა დირექტორმა 563 ათასი ლარი შესწირეს 2017-2025 წლებში. აქედან ოთხმა, ირაკლი ბექაურმა (60 ათასი ლარი), დავით ბოჭორიშვილმა (40 ათასი ლარი), კახაბერ გაბეშიამ (30 ათასი ლარი) და გიორგი ბოლოთაურმა (10 ათასი ლარი), „ქართულ ოცნებას“ თანხა 2025 წელს შესწირეს”, – ნათქვამია გამჭვირვალობის ინფორმაციაში.