TI: დასავლეთის 9 ქვეყანამ ქართული ოცნების უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს თანახმად, დასავლურმა სამყარომ ქართული ოცნების უკვე 230-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 138-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.
TI წერს, რომ სანქციები დაწესებული აქვს ჯამში დასავლეთის 9 ქვეყანას – -ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ჩეხეთს, პოლონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეს და ს.
TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წარმოდგენილია ამ პირთა სრული სია, რომელშიც შედიან ქართული ოცნების მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების დეპუტატები და თანამოაზრეები, მოსამართლეები, პროკურორები და ცრუმოწმე პოლიციელები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, პარტიის მხარდამჭერი ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ამ პირთა ოჯახის წევრები.
ანონიმური სანქციები (სავიზო შეზღუდვა / ქვეყანაში შესვლის აკრძალვა)
“2024 წლის გაზაფხულიდან რამდენიმე ქვეყანამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ანონიმური სავიზო / სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა, რაც 200-ზე მეტ პირს შეეხო:
შეერთებულმა შტატებმა – 110-ზე მეტ პირს დაუწესა ვიზაზე შეზღუდვები (იხილეთ სრული ქრონოლოგია ქვემოთ), მათ შორის: პარტია ქართული ოცნების წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და მუნიციპალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, სამართალდამცავ და უსაფრთხოების ჩინოვნიკებს, კორუმპირებულ ბიზნეს ლიდერებს, პროპაგანდისტებს, ზოგიერთ კერძო მოქალაქეს და ყველა ამ პირის ოჯახის წევრებს.
ამ პირთა ზუსტი ვინაობა არ გასაჯაროებულა ვიზის კონფიდენციალურობის შესახებ კანონმდებლობის გამო. თუმცა, თითოეული ამ პირისთვის შეზღუდვა ასევე ვრცელდება მათ ოჯახის წევრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასანქცირებული პირების რეალური რაოდენობა მთლიანობაში რამდენიმე ასეულია.
· გერმანიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 13 მოქალაქეს, რომლებიც “პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე”. ამ პირთა ვინაობა ოფიციალურად არ გასაჯაროებულა, თუმცა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია 9 პირის ვინაობის შესახებ.
· ლატვიამ – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს 84 მოქალაქეს. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
· პოლონეთმა – ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაში. მათი ვინაობა არ გასაჯაროებულა.
უვიზო რეჟიმის გაუქმება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის
2025 წლის 27 იანვარს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, შეზღუდვა შეეხება შემდეგი კატეგორიის პირებს:
· საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრები, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ გამართულ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში.
· საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრები.
· დიპლომატიური პასპორტების მფლობელები.
· 2025 წლის ივნისის ბოლოს, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურეს, რომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე შეჩერებული იყო ევროკავშირის 11 წევრი სახელმწიფოს მიერ: რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, , ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია, იტალია.
“სავარაუდოა, რომ ეს შეზღუდვა შეეხო სულ მცირე 1000 ქართველ თანამდებობის პირსა და მათი ოჯახის წევრს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ თანამდებობის პირს ეკუთვნის დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები (700-მდე) და რამდენ საჯარო დაწესებულებას აქვს გამოყოფილი კვოტები ასეთი პასპორტების გასაცემად საკუთარ თანამშრომლებზე (200-მდე); ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება დიპლომატიური პასპორტები საგამონაკლისო წესით გასცეს ნებისმიერ პირზე”, – წერს TI.
სანქციების დაწესების ქრონოლოგია