საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ცნობით, აწარმოე საქართველოში დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს.
კერძოდ, TI-ის თანახმად, 2024 წელს 2-ჯერ გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია აწარმოე საქართველოდან 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღეს.
“სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ აწარმოე საქართველოში ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ TI-ში.
