TI: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მრჩევლად „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი დაინიშნა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.
ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი:
· 2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო „ოცნების“ მხარდაჭერილი ს კამპანიის შემომწირველი;
· არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პროგრამის — „აწარმოე საქართველოში“ —ბენეფიციარი.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბაბლუანის კომპანიებმა სახელმწიფოსგან ორ პროექტზე მიიღეს დაფინანსება – „ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში“ და „კერამიკული აგურის ქარხანა“. სახელმწიფოს თანამონაწილეობამ, – „საპარტნიორო ფონდის“ მეშვეობით, – ჯამში, 1 438 000 დოლარი შეადგინა. ასევე, „ბიუჯეტიდან დამატებით 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ღორების ფერმამდე მისასვლელი გზის დაგებისთვის“.
„ორივე პროექტი კომპანია შპს ჯეეს იბერია ქონსალთინგის მიმდინარე ბიზნესპროექტებია. ამ კომპანიის 40%-იან წილს საქართველო-ს ორმაგი მოქალაქე ემზარ ნოზაძე ფლობს. ემზარ ნოზაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ძმაა, რომელიც უჩა მამაცაშვილის სიძეა. უჩა მამაცაშვილი ს დეიდაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აგურის ქარხნის პროექტში მონაწილეობს „შპს კერამიკა ელ ტორენტე“, რომლის 24.5% წილს ვასილ ბაბლუანი ფლობს, 25%-ს ბიძინა სონღულაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სონღულაშვილის ძმაა. კომპანიის დარჩენილ 50.5%-ს შპს სონნეთ ქონსთრაქშენი ფლობს, რომლის 72%-ს იოსებ სონღულაშვილი, დავით სონღულაშვილის კიდევ ერთი ძმა, ფლობს.
ინფოგრაფიკი: © „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
გარდა ამისა, 2018 წელს ბაბლუანის კომპანიამ კასპში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 28 155 კვ.მ მიწა მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 1 ლარად მიიღო 492 912 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით, რომლის შესრულების ვადაც სახელმწიფომ 2-ჯერ გაუხანგრძლივა.
ბაბლუანი აგრეთვე კრიპტოვალუტის ბიზნესშიც არის ჩართული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ მისი შპს „ნოვა ჰიდრომაინინგ“ მდებარეობს საქართველოს ორ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ): ს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რაც მათ ელექტრონერგიაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს.
„აღსანიშნავია, რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მმართველი კომპანიის წილებს ბიძინა ივანიშვილი და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი ფლობენ. რაც შეეხება თბილისის თიზ-ს, 2015 წელს მისი შექმნა ასევე უკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილს, მის დაინტერესებას მაინინგ ბიზნესით და ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას მისი პირადი საინვესტიციო ფონდის – თანაინვესტირების ფონდის – მიერ. გარდა ამისა, ბაბლუანის NOVA Hydromining-ის კორპორატიული სტრატეგიის გუნდის წევრია დავით ებრალიძე, რომელიც ამავდროულად ფოთის თიზ-ის დირექტორიცაა. ებრალიძე ჩხარტიშვილის ოჯახის რამდენიმე კომპანიის დირექტორიცაა. მათ შორის, საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის, რომლის პრეზიდენტი თავად ვანო ჩხარტიშვილია“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
„ნეტგაზეთმა“ ანტიკორუფციულ ბიუროს კომენტარისთვის მიმართა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!