TI: თანამდებობის პირებმა 12 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ იმ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლებმაც დეკლარაცია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შეავსეს.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა საჩუქრები მიიღეს 2024 წელს.
· 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 198-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 12 მლნ ლარის ოდენობით. აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირეს.
· ნაღდი ფულის სახით 6.6 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 76 უძრავი ქონება, 11 ავტომობილი და 4 იარაღი.
· საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.
· მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა მ, პარლამენტის წევრებმა ილია ინჯიამ და გურამ მაჭარაშვილმა
· ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები – 1.5 მლნ ლარის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. -ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.
უკანონო გამდიდრების პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ქონებრივ დეკლარაციაში შეიტანონ მათი ან მათი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ნებისმიერი საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მათ ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება.
შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას.
2025 წლის იანვარ-აგვისტოში თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 5000-მდე საჯარო მოხელემ შეავსო. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციებში 2024 წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრებია მითითებული, საიდანაც საიდანაც ირკვევა, რომ 198-მა თანამდებობის პირმა 2024 წელს 12 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღეს.
198 თანამდებობის პირიდან 30 არის ისეთი, რომლებმაც საჩუქრის მიღება 2024 წლის დეკლარაციაშიც აღნიშნეს. აღნიშნულმა პირებმა 2023-2024 წლებში ჯამში 3.7 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს.
ორგანიზაციის ცნობით, თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად ნაღდი ფულის სახით იღებენ.
“2024 წელს 127-მა პირმა ჯამურად 6.6 მლნ ლარამდე მიიღო, რაც ერთ პირზე საშუალოდ 52 ათასი ლარია. თუმცა, საჩუქრად მიღებული თანხები განსხვავებულია და ამ სიიდან 20 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღბული. ასევე, თანამდებობის პირებმა 76 ერთეული უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად, საიდანაც 33 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 43 მიწის ნაკვეთი. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 11 ავტომობილი და 4 იარაღი.
ნაღდი ფულის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროში გაიცემა. 2024 წელს მიღებული 12 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 4.6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 200 ათასი ევროში.
ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს. 1.8 მლნ ლარის საჩუქრები შვილებისგან მიიღეს. ჯამურად 1 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, 621 ათასი კი ნათესავებმა”- ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საჩუქრები 66 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს.
“ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, 19-მა თანამშრომელმა ჯამში 1.5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. მოსამართლეებმაც 1.3 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქრები მიიღეს”.
2024 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს:
· უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ – 150,000 დოლარი მშობლისგან
· საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ – 44,500 დოლარი შვილისგან
· პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ – 61,500 დოლარი მშობლისგან
· პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ – 43,000 დოლარი შვილისგან
10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:
გიორგი კუჭუხიძე
(განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი)
გიორგი კუჭუხიძემ 528,142 ლარი მიიღო საჩუქრად მამისგან.
გიორგი ღიბრაძე
(ეროვნული უსაფრთხოების აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი))
გიორგი ღიბრაძის მეუღლემ თამარ ბიწაძემ 170,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო საჩუქრად დედისგან.
მამუკა ვასაძე
(უზენაესი სასამართლოს მოსამართლე)
მამუკა ვასაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, მამუკა ვასაძემ 406,500 ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო.
ირაკლი შენგელია
(თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე)
ირაკლი შენგელიას მეუღლემ ლანა თევზაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად ირაკლი შენგელიასგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ბინის გასხვისებით მიღებული თანხა აჩუქა მეუღლეს. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 406,500 ლარია.
ირაკლი შენგელია -ს მიერ არის სანქცირებული.
ნინო ბაგაშვილი
(სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი)
ნინო ბაგაშვილმა 130,000 დოლარი მიიღო საჩუქრად მშობლისგან. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 352,300 ლარია.
იოსებ ჭელიძე
(შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2025 წლის ივნისამდე)
იოსებ ჭელიძემ 123,000 დოლარის ჯამური ღირებულების სამი უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 333,300 ლარია. იოსებ ჭელიძე სანქცირებულია ს, ლიუტუვას და ლატვიის მიერ.
ლევან წიტაიშვილი
(სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე)
ლევან წიტაიშვილმა 78,500 დოლარის ჯამური ღირებულების ერთი საცხოვრებელი სახლი და სამი მიწის ნაკვეთი მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 317,000 ლარია.
ელგუჯა უნდილაშვილი
(დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე)
ელგუჯა უნდილაშვილის შვილმა ნიკა უნდილაშვილმა 300,000 ლარის ღირებულების ბინა მიიღო მამისგან საჩუქრად. კანონის თანახმად, ოჯახის წევრებს შორის გადაცემული საჩუქარიც უნდა დადეკლარირდეს.
დავით ონოფრიშვილი
(სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსი)
დავით ონოფრიშვილმა და მისმა შვილმა 248,000 ლარის ჯამური ღირებულების 5 უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად. საჩუქრების გამცემები და, დედა და შვილი არიან.
კახაბერ ესებუა
(თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე)
კახაბერ ესებუამ 247,199 ლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო.