Thyssenkrupp–ის ფოლადის ბიზნესი 11 ათას სამუშაო ადგილს შეამცირებს

გერმანული ინდუსტრიული ჯგუფის Thyssenkrupp-ის ფოლადის განყოფილება შეამცირებს წარმოების სიმძლავრეს რთული საბაზრო პირობების საპასუხოდ, ასევე შეამცირებს დასაქმებულთა შტატს 11 ათასით.
Thyssenkrupp Steel Europe AG-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გეგმა ითვალისწინებს ფოლადის წარმოების სიმძლავრის შემცირებას 8,7-9 მილიონ ტონამდე წელიწადში არსებული 11,5 მილიონი ტონადან.
ამ გეგმის განხორციელების მთავარი პუნქტი არის კომპანიის წილის გაყიდვა Huttenwerke Krupp Mannesmann-ში (HKM), აღნიშნულია Thyssenkrupp Steel-ის პრესრელიზში. თუ კომპანია ვერ შეძლებს გაყიდოს თავისი წილები HKM-ში, ის სხვა აქციონერებთან ერთად ეძებს ქარხნის დახურვის სცენარებს, რომლებიც მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. გარდა ამისა, Thyssenkrupp Steel დახურავს თავის საწარმოო ქარხანას აიხენში.
წარმოების სიმძლავრის შემცირება, ისევე როგორც ადმინისტრაციული ფუნქციების ოპტიმიზაცია, გამოიწვევს კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას დაახლოებით 5 ათასით 2030 წლისთვის. Thyssenkrupp Steel აპირებს შეამციროს თავისი თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ 6 ათასით, ოპერაციების ნაწილის გარე სერვისის პროვაიდერებზე გადაცემით ან მათი გაყიდვით, ნათქვამია პრესრელიზში.