The Washington Post: უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა

-ს შეატყობინა, რომ მ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ს თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა მხარი არ დაუჭირეს ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და ამ ნაბიჯს „უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული არჩევანი“ უწოდეს.
„წინასწარ ინფორმირების შედეგად თეთრ სალხს მიეცა საშუალება, მოუწოდოს ზელენსკის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გადახედვისკენ, თუმცა ვაშინგტონმა ჩათვალა, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა“, – წერს გამოცემა.
არსებული ინფორმაციით, 29 იანვარს ზელენსკიმ ზალუჟნის სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა, რაზეც გენერლისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ამ შეხვედრის შესახებ წერდნენ სხვა დასავლური გამოცემებიც, მათ შორის The Economist-ი და Financial Times-ი.
მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე პრეზიდენტის ოფისმა. CNN-ის ცნობით, ზელენსკი მიმდინარე კვირის ბოლომდე ხელს მოაწერს ბრძანებას ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს