The Washington Post: ობამა მოკავშირეებთან საუბრისას ამბობს, რომ ბაიდენის შანსები შემცირდა და სერიოზულად უნდა განიხილოს კანდიდატურის საკითხი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და -ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
გამოცემაში აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამამ პირადად გამოხატა შეშფოთება დემოკრატებთან ს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ხოლო ნენსი პელოსიმ პირადად გააფრთხილა ბაიდენი, რომ დემოკრატებმა, შესაძლოა, დაკარგონ შანსი, გააკონტროლონ პალატა, თუ ის არ გამოეთიშება რბოლას.
„ვაშინგტონ პოსტის“ ანონიმური წყაროს ცნობით, ობამამ განუცხადა მოკავშირეებს, რომ ბაიდენის გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სერიოზულად უნდა განიხილოს თავისი კანდიდატურის მოხსნის შესაძლებლობა.
გამოცემის ინფორმაციით, ობამა ამბობს, რომ გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი პოზიციებს კარგავს, ამის პარალელურად ს ელექტორატი იზრდება, დონორები კი მოქმედ პრეზიდენტს ტოვებენ

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის