The Washington Post – სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს

აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბრძანებით, აშშ „სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფისთვის“ მიმართული ჰუმანიტარული პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს.
მარკო რუბიოს განკარგულებით, დაფინანსება იმ პროგრამებს არ შეეხება, რომლებიც „აბორტს, გენდერულ პროგრამებსა და ტრანსგენდერი პირების ოპერაციებს“ უკავშირდება.
„არსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები, რომელთა მიზანი სიცოცხლის გადარჩენაა, უნდა გაგრძელდეს, თუ მათი მუშაობა შეჩერებულია“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა. მარკო რუბიოს ბრძანებით, გადაწყვეტილება მხოლოდ ისრაელსა და ეგვიპტეს არ შეეხება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში