The Wall Street Journal – ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ალ-ასადს სირიის დატოვებისკენ მოუწოდეს

ეგვიპტემ და იორდანიამ ბაშარ ალ-ასადს სირიის დატოვებისკენ მოუწოდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal სირიელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემას სირიელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომ სირიის პრეზიდენტის მეუღლე და შვილები რუსეთში გაემგზავრნენ, ხოლო თავად ბაშარ ალ-ასადი სირიაში იმყოფება.
ვაშინგტონში იორდანიის საელჩოში WSJ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, სირიელი ამბოხებულები, ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ მეთაურობით, დასავლეთ სირიაში ქალაქ ჰომსს მიუახლოვდნენ.
სირიელი ამბოხებულების ცნობით, ალეპოს, ჰამასა და დეირ-ელ-ზორის შემდეგ ქალაქები დარა და ელ-კუნეიტრა აიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება