The Times of Israel – „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ მძევლები, 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი, გაათავისუფლა.
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა.
სანაცვლოდ, დღეს 183 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 18 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს