The Times of Israel – ჰაიფაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ორმა ტერორისტმა განახორციელა – ერთმა მათგანმა ცეცხლი გახსნა, მეორემ კი გამვლელები ცივი იარაღით დაჭრა.
The Times of Israel-ის ცნობით, ორივე თავდამსხმელი ადგილზე „გაანეიტრალეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალური მედია: შვილის ემოციური დასკვნითი სიტყვის დროს მისი მამა, რომელიც მღვდელია და აშკარად არ იზიარებს შვილის იდეებს, წამოდგა და დავითს გაღიზიანებულმა უთხრა “რეებს ლაპარაკობ, საქმეზე გადადიო” და დარბაზიდან ასე გავიდა