The Times of Israel – ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, – ამის
შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, „ჰამასთან“ მიღწეულ შეთანხმებას ს მთავრობა შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი 24-მა მინისტრმა დაუჭირა, ხოლო 8-მ ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა.
შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.