ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ქალაქ ღაზაზე შეტევითი ოპერაციის გეგმა დაამტკიცა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა წარუდგინა.
ოპერაცია „გიდეონის ეტლები B“-ის ფარგლებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაახლოებით 60 000 რეზერვისტს გამოიძახებს.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დამყარების გეგმა მიმდინარე თვის დასაწყისში დაამტკიცა.




