დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის უმცროსი ვაჟი ჰარი მზად არის მამის ავადმყოფობის გამო დროებით დაუბრუნდეს სამეფო ოჯახის წევრი წევრის მოვალეობების შესრულებას. ამის შესახებ The Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მეფის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ჰარი ხშირად საუბრობს მამასთან და ეს საუბრები დადებითად მიმდინარეობს.
მეფე უკვე შეუდგა მკურნალობას, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ისივე როგორც უელსის პრინცესა კეტრინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია გადაიტანა. წყაროს ცნობით, ამ ვითარებაში ჰარის გადაწყვეტილება დაეხმაროს ოჯახს ლოგიკურია.
მეფე ჩარლზის დიაგნოზის შესახებ 5 თებერვალს გახდა ცნობილი. ჰარი ლონდონში მამის მოსანახულებლად მეორე დღესვე ჩავიდა. თუმცა მისი ცოლი მეგან მარკლი და მათი ორი შვილი აშშ-ში დარჩნენ.