The Times – კირ სტარმერი მზადაა, ბრიტანული ჯარები ში წლების განმავლობაში განათავსოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მზადაა, ში წლების განმავლობაში ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი განათავსოს, რათა შეინარჩუნოს ცეცხლის შეწყვეტა და შეაჩეროს ს მორიგი შეჭრა, – ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ – მინისტრი მზადაა, აიღოს ვალდებულება, რომ განათავსოს ბრიტანული ჯარები დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მშვიდობის შესანარჩუნებლად „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
ამასთან, კირ სტარმერი არ აკონკრეტებს, ექნებათ თუ არა სამშვიდობო ძალებს უფლება, თავდასხმის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან რუს ჯარისკაცებს. „ჩართულობის წესები“ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში განიხილება.
გამოცემის ცნობით, 20 მარტს, ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც ს ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგების დეტალებს განიხილავენ.
The Times-ი წერს, რომ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, თურქეთი, კანადა და ავსტრალია, უკრაინაში 30 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს. სხვა ქვეყნები მზად არიან, იარაღითა და ლოჯისტიკით დაეხმარონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას