The Telegraph – უკრაინაში შიშობენ, რომ -ის მთავრობის „შათდაუნი“ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეაფერხებს

უკრაინაში აცხადებენ, რომ -ის მთავრობის „შათდაუნის“ გამო, ბრძოლის ველზე ამერიკული იარაღის მიწოდება, შესაძლოა, შეფერხდეს, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კიევისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დისკუსიები მთავრობის დახურვის შემდეგ გაიყინა.
The Telegraph-ი წერს, რომ სამშაბათს, უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა, რათა, აშშ-ის მხრიდან ჰონორარის სანაცვლოდ, დრონების ტექნოლოგიების გაზიარების შესახებ შეთანხმება მიღწეულიყო, რაშიც კიევს მსოფლიოში წამყვანი გამოცდილება აქვს. თუმცა, „შათდაუნის“ შედეგად, მოლაპარაკებების ბედი გაურკვეველია, რადგან ფედერალურ თანამშრომლებს სახლში დარჩენა სთხოვეს.
„ვერ ვხედავ, როგორ გაგრძელდება ის. მთავარი შეშფოთება ის არის, რომ ბევრი განხილვა მიმდინარეობს [იარაღის] სამომავლო გადაზიდვებთან დაკავშირებით. ყველა სამომავლო პროექტი გარკვეულწილად ზარალდება, რადგან პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის წარმომადგენლები არ ხვდებიან ერთმანეთს და ამ „შათდაუნის“ გამო დროს ვკარგავთ“, – განუცხადა უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა პირმა The Telegraph-ს.
წყარომ დასძინა, რომ „უკრაინის სხვა დელეგაციები, რომლებიც უახლოეს კვირებში უნდა ჩასულიყვნენ, თავიანთი გეგმების გადახედვას ახდენენ.“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე შეერთებულ შტატებში იარაღის საკითხზე ტექნიკურ შეხვედრებს გამართავდა.
მისი თქმით, განხილვა შეეხებოდა შეერთებული შტატებისგან სხვადასხვა პროგრამით იარაღის შეძენას, ასევე დრონების გარიგებას, რომლის ღირებულებამ, შესაძლოა, მილიარდობით დოლარს მიაღწიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს