დიდი ბრიტანეთი და უკრაინა უსაფრთხოების 10-წლიან პაქტს გააფორმებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
The Telegraph-ის ცნობით, უსაფრთხოების 10 – წლიანი პაქტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი კიევის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების მიხედვით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში სამხედრო მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს. ასევე, გაერთიანებული სამეფო კიევს ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებს.
ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი შეიძლება უახლოეს რამდენიმე კვირაში მოეწეროს.