The Sunday Times: კვარაცხელიას მწვრთნელად მოურინიო – ნუთუ ეს გარდაუვალია?

ბრიტანული The Sunday Times-ის ცნობით, “რომადან” დათხოვნილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ს “ალ შაბაბის” მწვრთნელობაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მუშაობის ევროპაში და კერძოდ იტალიაში გაგრძელება სურს.
გამოცემის მტკიცებით, მოურინიო კარიერის გაგრძელების ვარიანტს მშვიდად ელის და მომავალ კვირაში თანამემამულე აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან ერთად “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება. ამიტომ მას იტალია არ დაუტოვებია.
ნეაპოლური მედია ირწმუნება, რომ პორტუგალიელის აზრით, ნეაპოლურ კლუბს განვითარებისთვის “რომაზე” მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია და უნდა თავისი მაღალი კვალიფიკაცია დაამტკიცოს, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. მას დიდი ამბიციები გააჩნია და
თვლის, რომ შეუძლია “ნაპოლის” სკუდეტო მოაპოვებინოს.
პრობლემა შეიძლება გახდეს “განსაკუთრებულის” მიერ მოთხოვნილი მაღალი გასამრჯელო და ის, რომ სატრანსფერო პოლიტიკა თავად უნდა განაგოს და აგრეთვე, არ დაუშვებს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გუნდის საქმეებში ჩარევას. მზადაა კი დე ლაურენტისი მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად?
ასე რომ, არაა გამორიცხული, ს მწვრთნელი მოურინიო გახდეს.
ლავრენტა არ დათანხმდება მაგრეთ მოთხოვნებს და თუ დათანხმდება სამაგიეროდ ისეთ რამეს ჩაუწერს, აი როგორც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა! მაცარის კაპიკებს აძლევს, ფეხბურთელებს თვითონ ყიდულობს და ყიდის, მეოთხე ადგილი აქვს დაგეგემილი! ესე იგი მაურინიომ ამაზე მეტი უნდა გააკეთოს ვიდრე მაცარის გეეგმაა! პირველ რიგში მოუგოს ბარსელონას და დაეწიოს მილანს სატურნირო ცხრილში (ინტერი და იუვენტუსი ძალიან შორს არიან უკვე). ამ შემადგენლობით ვერც ერთს იზავს და ვერც მეორეს მაურინიო! მაცარიმ უნდა ჩაამთავროს სეზონი და ლავრენტამ მილანიდან უდა მოიყვანოს პიოლი! სხვა გამოსავალი არ ჩანს!