The New York Times-ი აჭარული ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ აჭარული მათ შორის ყველაზე ცნობილია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ხაჭაპურის მოსამზადებლად ტრადიციულად იმერული და სულგუნი გამოიყენება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველების ამერიკაში ყიდვა არც თუ ისე მარტივია, მსურველებს სთავაზობს ისინი მოცარელით, ფეტით და თხის ყველით შეცვალონ.
6-პუნქტიან რეცეპტში დეტალურად არის აღწერილი აჭარულის მომზადების წესი. ეს იმ რეცეპტის ადაპტაციაა, რომელიც კარლა კაპალბოს 2018 წელს გამოცემულ წიგნში „ქართული ხაჭაპური და შიგთავსიანი პურები“ გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია – ეს არის სახე იმ შულერობის, არაკომპეტენტურობის და ანტიქართულებისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ განასახიერებს