7
წაკითხვა
6 აპრილს ირანმა აშშ-ის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით The New York Times ავრცელებს. გეგმა პაკისტანის მეშვეობით გადაიცა, რომელიც კონფლიქტში მთავარი შუამავლის როლს ასრულებს.
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
The New York Times წერს, რომ ირანის ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებმაც სენსიტიურ მოლაპარაკებებზე საუბრისას ანონიმურობა ითხოვეს, განაცხადეს, რომ წინადადება ლიბანში “ჰეზბოლაზე” ისრაელის დარტყმების შეწყვეტასა, ყველა სანქციის მოხსნას და გარანტიას მოიცავს, რომ ირანზე თავდასხმა აღარ განმეორდება.
სანაცვლოდ, ირანი ჰორმუზის სრუტის საკვანძო საზღვაო მარშრუტის ბლოკადას მოხსნის და ასევე დააწესებს გადასახადს — დაახლოებით 2 მილიონ დოლარს თითოეულ გემზე, რომელსაც ომანთან გაიყოფს. გეგმის მიხედვით, ირანი ამ შემოსავლის თავის წილს ამერიკული და ისრაელის თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებს.
ორშაბათს, ირანის ბოლო წინადადების შესახებ დასმულ კითხვაზე, ტრამპმა თქვა, რომ ეს საკმარისი არაა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“ეს მნიშვნელოვანი წინადადებაა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია… ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, — განაცხადა ტრამპმა.
ორშაბათს, 6 აპრილს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ თუ მისი პირობები სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით საღამოს 8 საათამდე არ შესრულდება, ის ირანის მასშტაბით დამანგრეველი საჰაერო დარტყმების შესახებ ბრძანებას გასცემს.
“მათ აღდგენისთვის 100 წელი დასჭირდებათ”, — თქვა მან.
ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ირანული წინადადების ტექსტი “ცეცხლის შეწყვეტას უარყოფდა” და “ხაზს უსვამდა ომის მუდმივი დასრულების აუცილებლობას ირანის მოსაზრებების შესაბამისად”.
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა დონალდ ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს ტრამპი აცხადებს, რომ CIA-მ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი გეია
კომენტარები
გადახედვა
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
10 წუთის წინ
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ერთი საათის წინ
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა ძალადობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ერთი საათის წინ
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
2 საათის წინ
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
2 საათის წინ
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
გადახედვა
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
17 საათის წინ
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
“გრანტების შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებები შედის
6 აპრილი, 13:51
“გრანტების შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებები შედის
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
6 აპრილი, 13:47
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
გადახედვა
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
6 აპრილი, 12:48
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
6 აპრილი, 12:44
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
გადახედვა
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
6 აპრილი, 12:16
ისრაელ კაცი: ისრაელმა ირანის უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს “9-დან 6-მდე” მუშაობაზე?
6 აპრილი, 12:08
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს “9-დან 6-მდე” მუშაობაზე?
გადახედვა
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
6 აპრილი, 11:36
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
6 აპრილი, 11:29
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
გადახედვა
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
6 აპრილი, 11:25
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
6 აპრილი, 11:10
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
6 აპრილი, 11:00
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
6 აპრილი, 10:17
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
6 აპრილი, 10:17
დაზღვევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იმედი L-ისგან
გადახედვა
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
6 აპრილი, 09:55
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
გადახედვა
საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა
6 აპრილი, 09:54
საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა