„The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო“

The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას ეხმაურება ფესტივალის მონაწილე შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. The National Geographic Traveller Food Festival-ზე ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან: სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები, ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია საქართველოს პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხიდან 10 პროცენტიც რომ ეწვიოს საქართველოს, ამ ადამიანების ახლობლებიც აუცილებლად მოინახულებენ ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა თეკუნა გაჩეჩილაძემ.

The National Geographic Traveller Food Festival-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ქართულ კერძებს და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.