The Moscow Times: კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

გამოცემა The Moscow Times-ის ინფორმაციით, კრემლის პროპაგანდისტსა და Russia Today-ს მთავარი რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო კითხვის ნიშნის ქვეშაა Russia Today-ში მისი საქმიანობის გაგრძელება და განიხილება მისი წასვლის ვერსიაც.

7 სექტემბერს, კიდევ ერთი პროპაგანდისტის ვლადიიმირ სალავიოვის ეთერში, სიმონიანმა თქვა, რომ მას “საშინელი და მძიმე” დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, საჭიროა ოპერაციის გაკეთებაც. სიმონიანმა მიანიშნა, რომ საუბარია მასტექტომიაზე.