The Moscow Times – დონალდ ტრამპთან სამიტის ჩაშლის გამო სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინის ნდობა დაკარგა

დონალდ ტრამპთან სამიტის ჩაშლის გამო სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინის ნდობა დაკარგა, – ამის შესახებ სტატიას The Moscow Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კრემლში ნდობა -ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან წარუმატებელი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაკარგა, რასაც -ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი სამიტის ჩაშლა მოჰყვა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ლავროვი გუშინ გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა.
ასევე, გამოცემა წერს, რომ ლავროვი სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის დელეგაციას არ უხელმძღვანელებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს სამიტზე რუსეთის დელეგაციის ლიდერი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მაქსიმ ორეშკინი იქნება.