
აშშ-ის პრეზიდენტ
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთსა და ევროპაში, ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ 2019 წელს რუსმა ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს არაფორმალურად წარუდგინეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებს ვენესუელაში მოქმედების თავისუფლება ექნებოდა, ხოლო მოსკოვს მიეცემოდა უფლება
უკრაინაში „რაც უნდოდა“ ის ეკეთებინა. ჰილის თქმით, შეთავაზებები არაოფიციალურია, მაგრამ გზავნილი მკაფიო და ნათელი იყო: „თქვენ გაქვთ თქვენი მონროს დოქტრინა. გსურთ, რომ თქვენი „ეზოდან“ გამოვიდეთ. ჩვენ გვაქვს ამის ჩვენი ვერსია – თქვენ ჩვენს „ეზოში“ ხართ
უკრაინაში“. ჰილის თქმით, ის სპეციალურად გაგზავნეს მოსკოვში, რათა მტკიცედ უარეყო ეს იდეა და ნათლად განეცხადებინა, რომ უკრაინა არ არის ვაჭრობის საგანი.