The Jerusalem Post: Netflix-ის სერიალის, Tinder Swindler-ის მთავარი გმირი, თაღლითი საიმონ ლევიევი ბათუმში დააკავეს

The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, Netflix-ის სერიალის, Tinder Swindler-ის მთავარი გმირი, თაღლითი საიმონ ლევიევი ბათუმში დააკავეს. ადვოკატების ცნობით, მისი დაკავების საფუძველი უცნობია, რადგან საიმონი მთელი მსოფლიოს გარშემო დაბრკოლებების გარეშე მოგზაურობდა.
🔴 საიმონ ლევიევი, რომლის ნამდვილი სახელიც, შიმონ ჰაიუთია, 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომელიც საკუთარი სქემისთვის გაცნობის აპლიკაციას Tinder-ს იყენებდა. ის აპლიკაციის საშუალებით სხვადასხვა ქალს ხვდებოდა, მოგვიანებით კი მათ მოტყუებით ფულს ართმევდა. 2022 წელს საიმონის ისტორიაზე Netflix-მა სერიალი Tinder Swindler გადაიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…