The Insider-ი: რუსეთში იტალიიდან გრძელდება იარაღის შეტანა

იარაღის წამყვანი მწარმოებლები იტალიაში, Beretta და CD Europe S.R.L.-ი, სანქციების მიუხედავად, განაგრძობენ სთვის სნაიპერის იარაღის შაშხანების, პისტოლეტებისა და ამუნიციის მიყიდვას. ამის შესახებ იტყობინებიან საინტერნეტო გამოცემები The Insider-ი და IrpiMedia.
რუსეთში ჰოლდინგ Beretta-ს პროდუქციის შეტანა, გამომძიებლების თანახმად, ხორციელდება რუსეთის კომპანიის შუამავლობით, რომელსაც მიხაილ ხუბუტია ფლობს. ხუბუტიას ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია იარაღით ვაჭრობის სფეროში არის „რუსკი ორიოლი,“ რომლის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის Beretta-ს. ჟურნალისტების თანახმად, ამ შვილობილი კომპანიის გზით შედის რუსეთში ევროპიდან იარაღი. სქემაში შუამავლად ჩართულია თურქული ფირმაც.
სულ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში შეიტანეს 835 ათასი ტყვია და ექვსი ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები, რომელთა ინფორმაციით, ამ გზით რუსეთში იმპორტირებულ იარაღს ყიდულობენ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები. ამასთან, ფინური მარკის, Beretta-ში შემავალი Tikka-ს სნაიპერის შაშხანები რუსი სამხედროების მიერ გამოიყენება უკრაინის ფრონტზე.
გამოკვლევის თანახმად, Beretta თანამშრომლობს „კალაშნიკოვის“ კონცერნთანაც. სანქციების გვერდის ავლით რუსეთს თავის პროდუქციას აწვდის CD Europe S.R.-ი, რომელსაც ამ ქვეყანაში შეაქვს Marocchi-ს და Breda-ს ტიპის იარაღი. ში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთში შეიტანეს 7300 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის – ასეულობით სნაიპერის შაშხანა და რვა მილიონამდე ტყვია დასავლეთის ქვეყნებიდან. დასავლეთის ფირმებს შორის, რომელთა წარმოებული იარაღი რუსეთში შედის, არიან -ის Smith & Wesson-ი, Barrett Firearms-ი და Desert Tech-ი, ავსტრიული Glock-ი და Steyr Arms-ი, ასევე გერმანული Merkel Jagd-und Sport Waffen GmbH-ი, Nammo Schönebeck-ი, RWS-ი, Ruag Ammotech-ი, Blaser-ი და სხვები. ამ იარაღის ნაწილი გამოიყენება უკრაინაში. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ადრე გამოავლინეს რამდენიმე სქემა, რომელთა დახმარებით დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეაქვთ რუსეთში ის პროდუქცია, რომლის გამოყენებაც უკრაინის წინააღმდეგ ომში შეიძლება. ეს არის დრონები და მათი დეტალები, მიკროსქემები და სხვა ელექტროელემენტები, რომლებსაც რაკეტების წარმოებაში იყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!