The insider-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით, ნავალნი ციხეში მოწამლეს

The Insider-ის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს.
2024 წლის 16 თებერვალს ნავალნის სიკვდილი ბუნებრივ მიზეზებს მიაწერეს. ს საგამოძიებო კომიტეტმა ივლისში განაცხადა, რომ “საქმეს კრიმინალური ხასიათი არ აქვს”. თუმცა The Insider-ის ხელთ არსებული ოფიციალური დოკუმენტების შინაარსი ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის სიმპტომებს გამიზნულად მალავდა. ის სიმპტომები, რომლებიც საბუთებშია აღწერილი, სრულიად არ ემთხვევა გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს.
The Insider-ის მიერ მოპოვებული ფაილების კრებულები შეიცავს რუსი გამომძიებლის, ალექსანდრე ვარაპაევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ორ ვერსიას. განსახილველ დოკუმენტში წერია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 16 თებერვალს ოპოზიციის ლიდერის, ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღძრულიყო.
ექიმების შეფასებით, რომლებსაც გამოცემა ესაუბრა, ვარაპაევის დოკუმენტში აღწერილი სიმპტომების მიხედვით, შესაძლოა ნავალნი მოწამლული ყოფილიყო, თუმცა დოკუმენტის საბოლოო ვერსია შეცვლილია და ნავალნის კრუნჩხვის, ღებინების და მუცლის ტკივილის შესახებ ჩანაწერი აღარ არსებობს.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტით გაითქვა სახელი. ის იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის მ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება