The Independent: რუსეთი ყირიმის ხიდს აღარ იყენებს სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის

რუსეთი ს ხიდს აღარ იყენებს თავისი სამხედრო ძალების მომარაგებისთვის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independent-ი წერს სააგენტო Molfar-ისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით. ანალიზისთვის გამოყენებული იყო კომპანია Maxar-ის თანამგზავრული ფოტოებიც.
ამ მონაცემების მიხედვით, ბოლო სამ თვეში ყირიმის ხიდზე არ გაუვლია სამხედრო ტექნიკით დატვირთულ არცერთ მატარებელს. ხიდით მხოლოდ 29 თებერვალს ისარგებლა საწვავით დატვირთულმა 55-ვაგონიანმა მატარებელმა.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იგივე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.
· და ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
· 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
· 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს – სარკინიგზო.
· 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს აქტიურად იყენებდა თავისი ჯარების მომარაგებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა