The Hill: სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა MEGOBARI Act-ის NDDA-ში ჩართვაზე უარი თქვა

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, -ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ თუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ ჯონსონს MEGOBARI Act-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ჩართვაზე უარი უთხრა.
NDAA ყოველწლიური, აუცილებელი თავდაცვითი კანონპროექტია, რომელიც -ს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამხრედრო ხარჯების ოდენობას უდგენს.
The Hill-ის წყაროების თანახმად, სპიკერმა ჯონ ტუნს პირადი თხოვნით გასულ თვეში მიმართა – ასევე, წყაროების თანახმად, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ავტორიზაციის აქტში MEGOBARI Act-ის ჩართვის ინიციატივა ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ დაბლოკა.
The Hill წერს, რომ MEGOBARI Act კანონპროექტია, რომელიც მიზანში იღებს პრორუსულ, ანტიდემოკრატიულ ოფიციალურ პირებს საქართველოში.
დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა BBC-ის მიერ პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ საგამოძიებო სიუჟეტსაც ახსენებს, რომლის თანახმადაც – ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა.