The Hill: ბაიდენი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს ამზადებს

გამოცემა The Hill წერს, რომ საქართველოს მასობრივო საპროტესტო აქციების წინააღმდეგ სამთავრობო რეპრესიების ფონზე -ის პრეზიდენტი ბაიდენი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს.
ამ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, უკვე ხუთშაბათს ადმინისტრაციამ სამგზავრო შეზღუდვა გამოაცხადოს იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები იყვნენ საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრაში.
ბაიდენის ადმინისტრაციაში დიდი ხანია შეშფოთებას გამოხატავენ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რაც, მათ შორის, მოიცავს არჩევნების დარღვევებით ჩატარებასა, საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევას და ქართული ოცნების წარმომადგენლების დეზინფორმაციულ, მტრულ და პროპაგანდისტულ რიტორიკას. -მა უკვე შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა.
5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა, მან დაგმო “სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ” და ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მიუთითა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი – ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება – არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ