The Hill – -ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი კვლავ ვერ მიიღო, რის შედეგადაც, „შათდაუნი“ გრძელდება

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი კვლავ ვერ მიიღო, რის შედეგადაც, „შათდაუნი“ გრძელდება, – ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის სენატმა მთავრობის მუშაობის განახლების შესახებ კანონპროექტი მეცხრე ცდის შემდეგაც ვერ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, კვლავ გაგრძელდება.
კანონპროექტის წინადადება, რომელიც მთავრობის დაფინანსებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებდა, 44 ხმით 51-ის წინააღმდეგ ჩავარდა. მის მისაღებად 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის მუშაობის შეწყვეტა აშშ-ის ეკონომიკას კვირაში 15 მილიარდი დოლარი უჯდება.
შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება. „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 4108 ფედერალური მუშაკი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…