The Guardian: ჯეიკ სალივანი უკრაინას იანვრის შუა რიცხვებამდე ასობით ათასი ჭურვის და ათასობით რაკეტის მიწოდებას დაჰპირდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს შეხვდა და დაჰპირდა, რომ შეერთებული შტატები ს იანვრის შუა რიცხვებამდე დამატებით ასობით ათას საარტილერიო ჭურვს, ათასობით რაკეტასა და ასობით ჯავშანტექნიკას მიაწვდის, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები ასევე პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას ცოცხალ ძალასთან დაკავშირებული გამოწვევის გადაჭრაში და უკრაინის ტერიტორიის მიღმა მდებარე ობიექტებზე ჯარების მომზადებას სთავაზობს.

გარდა ამისა, უახლოეს კვირებში შეერთებული შტატები ს ფედერაციის წინააღმდეგ რიგ ახალ სანქციებს დააწესებს.

The Guardian-ი წერს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაართულონ რუსეთის უნარი, გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები და გააძლიერონ უკრაინის პოზიციები მოლაპარაკების მაგიდასთან.

გარდა ამისა, უკრაინის ოფიციალური პირები, მათ შორის ერმაკი და -ში უკრაინის ელჩი, ოქსანა მარკაროვა, ამ კვირაში ხვდებიან ტრამპის გარდამავალი გუნდის მთავარ ფიგურებს, მათ შორის აშშ-ის მომავალ ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პოტენციურ მრჩეველს მაიკ უოლტსს და კიტ კელოგს, რომელიც დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაასახელა.

The Guardian-ი წერს, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ არ აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებითი 24 მილიარდი დახმარების გამოყოფის შესახებ.