დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III წინააღმდეგი არ იქნება, თუ ავსტრალია, რომელიც დღეისთვის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის, მოისურვებს, რომ რესპუბლიკად გამოცხადდეს და გაერთიანებული სამეფოს მონარქი სახელმწიფოს მეთაურად აღარ ჩათვალოს.
ამის შესახებ ინფორმაციას The guardian წერს წერილზე დაყრდნობით, რომელიც ჩარლზ III-ს პირადმა მდივანმა კანბერასა და სიდნეიში ვიზიტის მისი ვიზიტის წინა დღეს, „ავსტრალიის რესპუბლიკური მოძრაობის“ წევრებს გაუგზავნა.
„როგორც კონსტიტუციური მონარქი, მისი აღმატებულება მოქმედებს თავისი მინისტრების რჩევის თანახმად, ასე რომ საკითხი იმასთან დაკავშირებით, იქცევა თუ არა ავსტრალია რესპუბლიკად, ავსტრალიური საზოგადოების გადასაწყვეტია“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოძრაობის ხელმძღვანელობამ მეფესთან აუდიენციის სურვილის გამოთქმის შემდეგ მიიღო.
„ავსტრალიის რესპუბლიკის მოძრაობა“ 1991 წელს დაარსდა და მისი მოთხოვნაა, სახელმწიფოს მეთაური არჩევნების გზით დაინიშნოს, ხოლო გენერალური გუბერნატორის პოსტი გაუქმდეს.