The Guardian – საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი 130 ხმით 21-ის წინააღმდეგ მიიღო.
კანონპროექტი სოციალურ მედიაზე წვდომის დაბლოკვის გარდა, საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილებას ბავშვების დაცვის მიზნით გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
ახლა კანონპროექტი ძალაში შესვლამდე საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის, გასულ თვეში ავსტრალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა.