The Guardian – ნატო-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პოლონეთის თავზე საჰაერო მისიებს ბრიტანული გამანადგურებლები შეასრულებენ

ნატო-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პოლონეთის თავზე საჰაერო მისიებს ბრიტანული გამანადგურებლები განახორციელებენ, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ნატო-ს ოპერაცია Eastern Sentry-ის (აღმოსავლეთის მცველი) ფარგლებში პოლონეთის თავზე ბრიტანული Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები იფრენენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, „გამანადგურებლები მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის არ არიან და ისინი შეკავებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“
ს წინდაუხედავი ქცევა ევროპის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ნატო-ს ძალისხმევას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
გამოცემის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივლისში, პოლონეთში Typhoon-ის ტიპის 6 გამანადგურებელი იყო განლაგებული.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცე სულ მცირე 19 რუსულმა დრონმა დაარღვია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა. დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა, ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელი შენობა დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
მომხდარის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით ოპერაცია Eastern Sentry-ის (აღმოსავლეთის მცველი) დაწყების შესახებ გამოაცხადა.