გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian-მა 2024 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
ამჯერად მათ 100-დან 41-ე პოზიციამდე ფეხბურთელები დაასახელეს და რაოდენობას ნელ-ნელა გაზრდიან.
მოცემულ რეიტინგში მე-80 ადგილს საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი იკავებს, ხოლო 49-ე ადგილზე საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.