The Guardian: მარკო რუბიომ ირანთან დაკავშირებით კონგრესმენებისთვის საიდუმლო ბრიფინგი გამართა

-ის სახელმწიფო მდივანმა ირანთან დაკავშირებით კონგრესმენებისთვის საიდუმლო ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დახურული შეხვედრა გამართა ე.წ. რვის ჯგუფთან, რომელშიც შედიან წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ორივე პარტიის წამყვანი ლიდერები, და ასევე წარმომადგენელთა პალატისა

და სენატის დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები და წამყვანი წევრები.

აღნიშნული ჯგუფი საიდუმლო ინფორმაციას იღებს თეთრი სახლისგან დაზვერვის საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვან საომარ ქმედებებისთვის მომზადებასაც შეიძლება მოიცავდეს.

კანონმდებლების ამ ჯგუფთან რუბიოს ბოლო შეხვედრა 5 იანვარს გაიმართა, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა წარმატებით დააკავა ნიკოლას მადურო ვენესუელაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი: საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან – იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, უკრაინას უნდა დავეხმაროთ