The Guardian – ირანი გეგმავს „სამკურნალო კლინიკის“ გახსნას ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების კანონებს არ იცავენ

ირანი აცხადებს, რომ აპირებს გახსნას სამკურნალო კლინიკა ქალებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებულ სავალდებულო კანონებს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„სამკურნალო კლინიკის“ გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰრი თალები დარესტანმა.
განცხადების გამო, ირანელი ქალები და უფლებადამცველი ჯგუფები აღშფოთებას გამოხატავენ.
ირანელი ადამიანის უფლებათა ადვოკატის, ჰუსეინ რაისის განცხადებით, კლინიკის გახსნის იდეა, სადაც უმკურნალებენ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბის კანონებს არ იცავენ, არც ისლამურია და არც ირანის კანონს შეესაბამება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ განცხადება თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტიდან გაკეთდა, რომელიც უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის უშუალო უფლებამოსილებას ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს და შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს