The Guardian – გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს

გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად.
ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს “ვესტიბიულში” ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს.
“ეს დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი ჰყავდა, და მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს”, – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა.
ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია მისი კლიენტის წინააღმდეგ წამების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, “საქართველო უარყოფითად ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული გარემოთი, ასე რომ ეს რეალურ, მძიმე შეშფოთებას იწვევს”.
სტატიაში აღნიშნულია, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების “მრავალ და თანმიმდევრულ ცნობებზე” საუბრობს.
“ყველაზე ძლიერი შესაძლო ტერმინებით ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს დაუღალავი ძალისხმევებისთვის დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმისთვის,” – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.
ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.