ამერიკელი გენერლების ჯგუფი, შესაძლოა, მომავალ კვირას მოსკოვს ეწვიოს და კრემლთან სამშვიდობო გეგმა განიხილოს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაციამ, რომელსაც არმიის მდივანი დენ დრისკოლი ხელმძღვანელობდა, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები ხუთშაბათს გამართა.
The Guardian-ი წერს, რომ ტრამპმა დრისკოლი თავის ახალ სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
22 ნოემბერს ღამით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ეთანხმება აშშ-ის მიერ წარდგენილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.
რამდენიმე დღის უკან ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.




