The Economist – ვალერი ზალუჟნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ს განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლოს, – ინფორმაციას The Economist-ი ავრცელებს.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, გენერალს შესთავაზეს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი, თუმცა მან უარი განაცხადა. The Economist-ი წერს, რომ მთავარსარდლის პოსტზე სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი და უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი განიხილება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სირსკი არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ოფიცერია, მაგრამ საომარი მოქმედებების მიმართ მისმა მკაცრმა მიდგომამ არმიის რიგებში არაპოპულარული გახადა.
The Economist-ი წერს, რომ ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის გადაყენება ღრმა საკამათო იქნება და ასევე გადამწყვეტი მომენტი იქნება რუსეთთან უკრაინის კონფლიქტში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ ზალუჟნის შეცვლა სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე არ არის. „უბრალოდ, შესაძლოა, მისი შემცვლელი ჯერ არ გამოჩენილა“, – წერს The Economist-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა