The Economist-ი გაერო-ს ადამიანის განვითარების 2023 წლის ინდექსის მიხედვით რეიტინგს აქვეყნებს – რომელ პოზიციაზეა საქართველო?

ბრიტანული გამოცემა The Economist-ი გაერო-ს ადამიანის განვითარების 2023 წლის ინდექსის მიხედვით რეიტინგს აქვეყნებს.
ცხოვრების სტანდარტების რეიტინგში საქართველოს მაქსიმალური 1 ქულიდან 0,844 ქულა აქვს და ის სიაში 57-ე პოზიციას იკავებს. ამ მაჩვენებლით საქართველო ასწრებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას, ბალტიის ქვეყნების გარდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74,5 წელია, სწავლის საშუალო ხანგრძლივობა – 16,8 წელი, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი – 20 753 დოლარი.
რეიტინგის მიხედვით, ცხოვრების საუკეთესო სტანდარტების მქონე პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ისლანდია (0,972 ქულა), ნორვეგია (0,970 ქულა), შვეიცარია (0,970 ქულა), (0,962 ქულა) და გერმანია (0,959 ქულა). რეიტინგში ბოლო, 193-ე საფეხურზე სამხრეთ სუდანია.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ინდექსი არ ითვალისწინებს ქვეყნებს შიგნით უთანასწორობას. ამიტომ ქვეყნებში მდიდარი და ღარიბი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს და ამას შედეგები მოჰყვება – ჰერჩინსკი