THE DRAG BALL: ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ გახსნის ღონისძიებას

ნანი ბრეგვაძე The Drag Ball-ის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაციას ორგანიზაციის Facebook გვერდი ავრცელებს.

“The Drag Ball: All Stars ახლოვდება! ვემზადებით თქვენთან ერთად ისტორიული, ჯადოსნური და დაუვიწყარი ღამის შესაქმნელად.

თუმცა, სტუმრებისთვის სამწუხარო სიახლე გვაქვს – ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ქალბატონი ვეღარ გახსნის ღონისძიებას.

გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ქალბატონ ნანის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მთელი გულით ემზადებოდა ჩვენთან შესახვედრად. ჩვენ ამ პროცესის თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდით მის გულწრფელ მხარდაჭერასა და სურვილს, რომ კიდევ ერთხელ დამდგარიყო სამართლიანობისა და სიყვარულის მხარეს.

ყველაფრის მიუხედავად, The Drag Ball: All Stars ჩვეულებრივ ტარდება. გპირდებით თავბრუდამხვევ, დაუვიწყარ და გასაოცარ ღამეს. თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანასწორობისა და თავისუფლებისთვის”! – წერია პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი