ლონდონში The Best 2023-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.
ფიფამ სარეკორდო მესამედ საუკეთესოდ ლიონელ მესი (ინტერ მაიამი, არგენტინა) დაასახელა, რომელმაც ერლინ ჰოლანს (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია) და კილიან მბაპეს (პსჟ, საფრანგეთი) აჯობა. თავად ლეო ღონისძიებას არ დაესწრო.
მესიმ და ჰოლანმა 48-48 ქულა დააგროვეს – არგენტინელი გამარჯვებული პირველ ადგილზე გასული რაოდენობის მიხედვით გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო) შვიდი ქულით მეათე ადგილზე გავიდა.
საუკეთესო მეკარე – ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია)
სიმბოლური ნაკრები: კურტუა, უოკერი, სტოუნზი, დიაში, დე ბრუინი, ბელინგემი, ბერნანდო სილვა, მესი, მბაპე, ჰოლანი, ვინისიუსი
ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი – სარინა ვიგმანი (ინგლისი)
ნამუსიც კაი საქონელია! კაცმა 2022 ში მოიგო მსოფლიო და 2024 წელს გადასცეს პრიზი რომ თურმე 2023 წლის საუკეთესო გახდა!!! რა გააკეთა დაერთოდ 2023 ში?? ააა ინტერ მაიამიში ხო მაგარი სეზონი ქონდა, აუუ რა ჯარიმებიი გაიტაან! მოდით 2025 შიც მიეცით. ერთ ორ ჯარიმას კიდე გაიტანს ალბათ. ბარსას და მესის თავგადაკლული ფანის კი ვერ ახსნის იმას თუ რატომ არის მესი 2023 წლის საუკეთესო!