The Athletic: მიკელ არტეტამ ჯიბის ქურდები დაიქირავა

The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა ჯიბის ქურდებს თანხა გადაუხადა და ისინი გუნდის ვარჯიშზე, სადილის დროს მიიწვია.
“მეთოფეების” დამრიგებელმა საიდუმლოდ მიიყვანა ჯიბის ქურდები და ისინი ფეხბურთელებთან ერთად სადილზე დაპატიჟა. მათთვის სპეციალური დავალება ჰქონდა – ქურდებს დაცვისა და მოთამაშეებისთვის თავი ისე უნდა აერიდებინათ, რომ ფეხბურთელთა ტელეფონები და საფულეები მოეპარათ.
ამ დადგმის ბოლოს, არტეტამ მოთამაშეებს ჯიბეების ამოტრიალება სთხოვა – აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ძვირფასი ნივთები დაკარგვოდათ. მთავარი მწვრთნელის მიზანი მარტივი იყო: ამ მოქმედებით თავისი გუნდის წევრებს აჩვენა, რომ არასდროს უნდა მოდუნდნენ.