The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა – მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

„გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმირებულ „ლივერპულის“ მეკარე ალისონს რვა მატჩის გამოტოვება მოუწევს, – იტყობინება The Athletic-ი.
გამოცემის ცნობით, ალისონის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მან დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და დადგინდა, რომ მხოლოდ ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
„მირორის“ ცნობით, ბრაზილიელს, რომელიც დღეს 33 წლის გახდა, ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.
კლუბს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია და მწვრთნელი არნე სლოტი, ალბათ, ამის შესახებ ხვალ დილით „ჩელსისთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ასე რომ, მომავალ რვა მატჩში „წითლების“ კარს დიდი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მამარდაშვილი “ლივერპულში” დებიუტისთვის ემზადება
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ლივერპული” “გალათასარაისთან” დამარცხდა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა – “ლივერპული” “კრისტალ პალასთანთან” დამარცხდა
როდის დაბრუნდება ალისონი და იქნება თუ არა მზად უახლოესი შეხვედრებისთვის – “ლივერპულის” მწვრთნელის პასუხი
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა – საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
“პირველი ნომერი ალისონი იქნება, მაგრამ… მამარდაშვილს ამ რჩევას მივცემდი!” – “ლივერპულის” ყოფილმა კიპერმა გუნდში მეკარეთა კონკურენციაზე ისაუბრა
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება